- შიდა განაწესი – OBG Holding
შესავალი
OBG Holding-ის შიდა განაწესი შექმნილია კომპანიის შიდა რეგულაციების, თანამშრომლების უფლებების, მოვალეობების და სამუშაო პროცესის სტრუქტურის განსაზღვრისთვის. მისი მიზანია უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა თანამშრომლისთვის და სამუშაო გარემოს ეფექტურობა.
1. ზოგადი პრინციპები
1.1. შიდა განაწესი სავალდებულოა ყველა თანამშრომლისთვის.
1.2. თითოეულ თანამშრომელს ევალება იცნოს განაწესი და დაიცვას მისი პრინციპები.
1.3. განაწესის ცვლილებების შემთხვევაში, ინფორმაცია დროულად მიეწოდება თანამშრომლებს.
2. სამუშაო დრო და განრიგი
2.1. სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 11:00-დან 19:00-მდე.
2.2. შესვენების დრო: 14:00-დან 15:00-მდე.
2.3. დამატებითი სამუშაო საათების საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელს წინასწარ ეცნობება.
3. თანამშრომლის უფლებები და მოვალეობები
3.1. უფლებები:
- თანასწორობის დაცვა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემო.
- დასვენების დროის და შვებულების გამოყენება კომპანიაში განსაზღვრული წესით.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რესურსების მიღება.
3.2. მოვალეობები:
- სამუშაოს შესრულება მაღალი ხარისხით და განსაზღვრულ ვადებში.
- კომპანიის მატერიალური და არამატერიალური აქტივების დაცვა.
- შიდა და ეთიკური წესების დაცვა.
4. თანამშრომლების შეფასება და განვითარების სისტემა
4.1. ყოველი წლის ბოლოს ტარდება თანამშრომლების საქმიანობის შეფასება.
4.2. შეფასების შედეგების საფუძველზე იგეგმება ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.
5. შვებულება და დასვენების დრო
5.1. თანამშრომლებს აქვთ უფლება წელიწადში 24 დღიანი შვებულების გამოყენებაზე, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.
5.2. დამატებითი დასვენების დრო შეთანხმებით განისაზღვრება.
6. დისციპლინარული პასუხისმგებლობა
6.1. თანამშრომელი აგებს პასუხს განაწესის დარღვევაზე.
6.2. დარღვევები შეიძლება მოიცავდეს წერილობით გაფრთხილებას, ჯარიმას ან სამსახურიდან გათავისუფლებას, სიტუაციის სიმძიმის მიხედვით.
7. სამუშაო სივრცე და უსაფრთხოება
7.1. თანამშრომლებს ევალებათ დაიცვან უსაფრთხოების წესები სამუშაო ადგილზე.
7.2. ნებისმიერი ინციდენტის ან რისკის შემთხვევაში, მენეჯმენტს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ.
8. კონფიდენციალობა
8.1. თანამშრომლებს ეკრძალებათ კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება მესამე პირებისთვის.
8.2. ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება გამვრცელებელს.
ანაზღაურების კონფიდენციალურობა: თანამშრომლებს ეკრძალებათ ერთმანეთთან ანაზღაურების დეტალების განხილვა, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტები და სამუშაო გარემოს დარღვევა.
9. წესები დაგვიანების აღმოსაფხვრელად და სამუშაო დროის მონიტორინგისთვის:
მოსვლისა და წასვლის დროის რეგისტრაცია:
კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის მოწყობილობას, რომელზეც თანამშრომლები ვალდებულნი არიან სამუშაო ადგილის მოსვლის და წასვლის დროს ბარათები დააფიქსირონ. აღნიშნული რეგისტრაცია ემსახურება სამუშაო დროის ზედმიწევნით აღრიცხვას.დაგვიანების აღმოსაფხვრელად:
- თანამშრომლები ვალდებულნი არიან სამუშაოს დაიწყონ დადგენილ დროზე.
- ყოველი დაგვიანების შემთხვევა დაფიქსირდება და შესაფერისი ზომები იქნება მიღებული.
- განმეორებითი დაგვიანებები შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინარული ზომების მიღება, მათ შორის გაფრთხილება, დროებითი შეჩერება ან, სერიოზული დარღვევების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.
დაგვიანების ანგარიში:
- დაგვიანების ყოველი შემთხვევა ავტომატურად აისახება შიდა სისტემაში.
- თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება დაგვიანების მიზეზი განმარტოს დამსაქმებელთან.
დაგვიანების მაქსიმალური ზღვარი:
- დაგვიანების მაქსიმალური დასაშვები დრო არის ნახევარი საათი ამის შემდეგ დაგვიანება ჩაითვლება დარღვევად.
მიმდინარეობის მონიტორინგი:
- ყოველი კვირის ბოლოს, შესაბამისი დეპარტამენტი გაანალიზებს რეგისტრაციის მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებს.
ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის წესები და გრაფიკი:
სამუშაო დროის მინიმალური მოთხოვნა:
- ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია ყოველდღიურად გაატაროს მინიმუმ 4 საათი კომპანიის სამუშაო სივრცეში.
- სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს მენეჯმენტთან.
დროის რეგისტრაცია:
- ყველა თანამშრომელი ვალდებულია გამოიყენოს დროის რეგისტრაციის სისტემა (ბარათის დაფიქსირება მოსვლისა და წასვლის დროს), რათა აღრიცხულ იქნას მათი სამუშაო დრო.
დავალებების შესრულება:
- ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დროის შეზღუდულობის მიუხედავად, სრულფასოვნად შეასრულონ მათზე დაკისრებული დავალებები.
- შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ გატარებული დროით, არამედ შედეგებით.
დედლაინები და პასუხისმგებლობები:
- თანამშრომლების მიერ შესასრულებელი დავალებები და დედლაინები უნდა იყოს განსაზღვრული მენეჯმენტის მიერ, მათი სამუშაო დროის გათვალისწინებით
10. წესი სამუშაოს ეფექტურობის შეფასების შესახებ:
დროის მართვის პრინციპი:
- ფიზიკურად სამუშაო ადგილზე ყოფნა არ ითვლება ავტომატურად სამუშაოს შესრულებად. თანამშრომლის მიერ გატარებული დრო უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და ეფექტურად გამოყენებული.
დედლაინების შესრულება:
- სამუშაოს ეფექტურობის მთავარი კრიტერიუმი არის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული დედლაინების შესრულება. თითოეული დავალება უნდა იყოს შესრულებული დროულად და სათანადო ხარისხით.
- დაგვიანებული ან არასრულყოფილი სამუშაო ჩაითვლება წესის დარღვევად და შესაძლებელია შესაბამისი ზომების მიღება.
ეფექტურობის შეფასება:
- მენეჯმენტი რეგულარულად განახორციელებს სამუშაოს შეფასებას, რომელიც დაფუძნებული იქნება შესრულებული დავალებების, დედლაინების დაცვის და შრომის ხარისხის მიხედვით.
- ეფექტურობის შეფასების სისტემაში ასევე ჩაითვლება თანამშრომლის ინიციატივა, პრობლემის გადაჭრის უნარი და კრეატიული მიდგომები.
თანამშრომლის პასუხისმგებლობა:
- თანამშრომლები ვალდებულნი არიან პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ დავალებებს და უზრუნველყონ სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენება.
- გატარებული დრო, რომელიც არ გამოიყენება მიზნობრივად, არ ჩაითვლება სრულფასოვან სამუშაოდ.
დოკუმენტაციის წარმოება:
- თითოეული თანამშრომელი ვალდებულია მოახდინოს შესრულებული სამუშაოს რეგისტრაცია და ანგარიშგება მენეჯმენტის წინაშე, რათა გაიზარდოს პროცესების გამჭვირვალობა.
- თანამშრომლისთვის ანაზღაურების არ განხორციელების შემთხვევები:
დაუმსახურებელი არასწორი ანაზღაურება:
- იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი მიზანმიმართულად ცდილობს განზრახ შეიყვანოს ცრუ ინფორმაცია სამუშაო დროის ან შესრულებული სამუშაოს შესახებ, ანაზღაურება შეიძლება არ განხორციელდეს.
დაუსაბუთებელი არყოფნა:
- თუ თანამშრომელი სამუშაოზე არ გამოცხადდება და არ წარადგენს გამართლებას (მაგ., ავადმყოფობის ცნობა ან მენეჯმენტის მიერ წინასწარ ნებადართული არყოფნა), იმ სამუშაო საათებისთვის ანაზღაურება არ მოხდება.
სამუშაოს უხარისხოდ შესრულება:
- იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს ან დედლაინებს და ამას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა კომპანიის ოპერაციებზე.
დისტანციური მუშაობის შეუსრულებლობა:
- დისტანციური მუშაობის შემთხვევაში, თუ თანამშრომელი ვერ დაადასტურებს, რომ სამუშაო დრო გამოყენებულია კომპანიისთვის დავალებული ამოცანების შესრულებისთვის.
შრომითი ხელშეკრულების დარღვევა:
- თუ თანამშრომელი არღვევს ხელშეკრულების პირობებს (მაგ., სამუშაო საათების დაუცველობა, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ან სამუშაო დისციპლინის დარღვევა).
სამუშაოს განზრახ არ შესრულება:
- იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი განზრახ უარს ამბობს მენეჯმენტის მითითებების შესრულებაზე ან სამუშაოს მიზანმიმართულად არ ასრულებს, ეს საფუძველია ანაზღაურების არ გაცემისთვის.
დროის რეგისტრაციის სისტემის არ გამოყენება:
- იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი არ გამოიყენებს დროის რეგისტრაციის სისტემას (მაგ., ბარათის დაფიქსირება მოსვლისა და წასვლის დროს), შესაბამისად აღრიცხული დრო არ ჩათვლება სამუშაოდ და ანაზღაურება არ განხორციელდება.
შემაჯამებელი დებულებები
- ეს შიდა განაწესი ძალაში შედის მისი დამტკიცების მომენტიდან.
- განაწესის ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან.